საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის პერსონალის ვიზიტი გოტენბურგის უნივერსიტეტში

2024 წლის ივნისში გოტენბურგის უნივერსიტეტში (შვედეთი) განხორციელდა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის (პროფ. ნინო ჩიხლაძე (ხარისხის სამსახურის უფროსი), პროფ. ნატა ყაზახაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური (დეკანის მოადგილე), ასოცირებული პროფესორი მაკა ჯორბენაძე (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი), ასოცირებული პროფესორი ლაშა ლორია) სამუშაო ვიზიტი Erasmus + ICM პროგრამის ფარგლებში. სამუშაო ვიზიტი წარმოადგენდა პერსონალის ტრენინგის პროგრამის ნაწილს,  რომელიც მოიცავდა 12 დღიან ინტენსიურ ტრენინგ კურსებს სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის მონაწილეებთან, კერძოდ, მოლდოვას, სომხეთის და უკრაინის უნივერსიტეტებთან ერთად, სადაც აგრეთვე წარმოდგენილი იყო შვედეთის ოფიციალური მონაწილე მხარე. მიმდინარე ტრენინგის ფარგლებში თსუ დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის პროფესორ მაქს პეტზოლდის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, მათ შორის აღსანიშნავია, ლექციები და სემინარები მეტა ანალიზისა და ე.წ. დიდ ციფრთა გამოყენების შესახებ მედიცინაში, ვიზიტი გარემოს დაცვის ინსტიტუტში, პროფესორ პეტზოლდის დოქტორანტის ანა ბეტ-მელერის სადოქტორო დისერტაციის დაცვა, ნობელის პრემიის ლაურეატი დოქტორი კაროლინ ბერტოზის  საჯარო ლექცია თემაზე „ბიოორთოგონალურ ქიმიაზე დაფუძნებული მეცნიერების თერაპიული შესაძლობები“ (კაროლინ ბერტოზიმ 2022 წელს მიიღო უმაღლესი აკადემიური ჯილდო ბიოქიმიის დარგში) და სხვა მრავალი. 

 

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ გააკეთა ხანგრძლივი მოხსენება ჩვენს უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებსა თუ პროექტებზე, დამსწრეთ გააცნო თსუ-ში არსებული სიახლეები და გამოწვევები.

თარიღი: 01/07/2024